ლიეტუვამ უკრაინას მილიონნახევარი ვაზნა გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა უკრაინის უწყვეტ სამხედრო მხარდაჭერას და დახმარებას აგრძელებს. დღეს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომში მყოფ ქვეყანას მილიონნახევარი ვაზნა გაუგზავნეს.

ამ დროისთვის ლიეტუვამ უკრაინას გადასცა: Mi-8 შვეულმფრენები, L-70 საზენიტო ტყვიამფრქვევები საბრძოლო მასალებით, M113 ჯავშანტრანსპორტიორი, მილიონობით ვაზნა, საბრძოლო მასალა ყუმბარმტყორცნისთვის. ასევე,  მალე გაიგზავნება უკრაინაში NASAMS-ის სარაკეტო სისტემები. 2024-2026 წლებში კი მოსალოდნელია 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი