ჯოზეფ ბორელმა დღეს ღიად და მოურიდებლად გააკრიტიკა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი და მმართველი პარტიის პროპაგანდას და სპეკულაციებს წერტილი დაუსვა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე ვერ დამალეს, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებზე, მათ შორის თითქმის კონფლიქტამდე მისული აზრთა სხვადასხვაობაა. ევროკომისარი საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 3 მოთხოვნაა შესრულებული, რომ საქართველოს კიდევ ბევრი აქვს სამუშო და რომ ევროკავშირი არასდროს მიატოვებს ქართველ ხალხს. ევროპელი პოლიტიკოსის დიპლომატიურ, თუმცა ხისტ კრიტიკას რადიკალურად განსხვავებული ფორმით უპასუხა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.