
ქობულეთში მდებარე კაფე "ჰავანა", სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, ფუქნციონირებას აგრძელებს. ბუნგალოს თანამშრომლები ამბობენ, რომ დაწესებულებას დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა და მომხმარებლისთვის საშიში აღარ არის. ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგები ყველას ამოწმებენ, ვინც ბოლო დღეებში ამ კაფეს სტუმრობდა, ამოღებულია ვიდეოჩანაწრებიც.
ახალგაზრდა ქალი, რომელისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბუნგალოს შესასვლელში სტუმრებს თერმოსკრინინგს უტარებდა, ახლა ის ბათუმის საავადმყოფოშია. ბუნგალოს 6 თანამშრომელი კი ამ დროისთვის კარანტინში გადაიყვნეს.
კაფეს მენეჯერი ამბობს, რომ ინფიცირებული ქალი ბოლო 6 დღის განმავლობში სამსახურში არ დადიოდა, რადგან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იყო.
ცნობისთვის, დღეს, 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევ დადასტურდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე