მაროკოში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - დაიღუპა 300-მდე ადამიანი

გამოქვეყნდა:

მაროკოში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. მათივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, 18,5 კილომეტრის სიღრმეში, დაფიქსირდა. 

სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი