
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 9 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 600 სამხედრო, 15 ტანკი და 36 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 268 140;
ტანკი - 4 544;
ჯავშანტექნიკა - 8 739;
საარტილერიო სისტემა - 5 789;
სარაკეტო სისტემა - 757;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 508;
თვითმფრინავები - 315;
ვერტმფრენი - 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 588;
საკრუიზო რაკეტები - 1 455;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 298;
გემი/ნავი/კატარღა - 19;
სპეციალური აღჭურვილობა - 870.