მოსკოვის აეროპორტებში 10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა

გამოქვეყნდა:

9 სექტემბრის ღამეს მოსკოვის აეროპორტებში10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს, თუმცა მიზეზზე არ საუბრობს.

"სულ მცირე 13 ფრენა გადაიდო და ოთხი გაუქმდა მოსკოვის სამ აეროპორტში - ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტევოში," - წერს გამოცემა Telegram-ზე.

ცნობისთვის, ბოლო დროს რუსეთის აეროპორტებმა, სავარაუდოდ დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, არაერთხელ გადადო და გააუქმა ფრენები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი