იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უკრაინაში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მას, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს და რუსული აგრესიის შეწყვეტის მიზნით მტკიცე პოზიციას იკავებს, უკრაინას მხარს უჭერს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების საკითხიც იქნება განხილული.

ცნობისთვის, იოშიმასა ჰაიაში კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ქვეყანაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი