G20-ის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმება შეძლეს

გამოქვეყნდა:

G 20-ის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმება შეძლეს. განცხადება ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტახნის წინ გააკეთა. დოკუმენტის სადაო პუნქტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდებოდა. ლავროვი იმუქრებოდა, რომ თუ კრემლის პოზიცია დეკლარაციაში არ აისახებოდა, დოკუმენტს რუსეთის მხარდაჭერა არ ექნებოდა.  ერთობლივი კომპრომისული კომუნიკეს დეტალები  ჯერ არ საჯაროვდება. რაც შეეხება უკრაინას, ტექსტში ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ეს არის მსოფლიო ლიდერების პირველი შეკრება, სადაც ჩინეთის ლიდერი, სიძინპინი მიწვეული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი