რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის სოფელი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის სემენივსკის თემის სოფელი დაბომბეს. დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. 

 "მტრის ჯარებმა არტილერიის გამოყენებით დაბომბეს სემენივსკას სოფელ კოსტობობრივი" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ გამოძიება ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი