რუმინელმა სამხედროებმა პლაურუსთან, სავარაუდოდ რუსული დრონის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ნატოს წევრი ქვეყნის, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ  დღეს, 9 სექტემბერს რუმინელმა სამხედროებმა უკრაინის საზღვართან, სოფელ პლაურუსთან სავარაუდოდ რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოანისმა ეს საკითხი უკვე განიხილა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ”მე მკაცრად ვგმობ ჩვენი სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის რუმინეთის მოქალაქეებს ამ მხარეში”, - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.

დრონების ნაწილები სოფელ პლაურუს მიდამოებში რამდენიმე დღის წინაც აღმოაჩინეს. 6 სექტემბერს რუმინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია, ეკუთვნის თუ არა ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტები იმავე დრონს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი