რუსეთის ლიდერების დასჯის პრეცედენტის შესაქმნელად საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერების დასჯის პრეცედენტის შესაქმნელად საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი:

„რუსეთის ფედერაციის ლიდერების დასჯის პრეცედენტის შესაქმნელად საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი: პრეზიდენტი პუტინი, პრემიერ-მინისტრი, რომლის გვარი არ მახსოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლავროვი. მაგრამ ჰიბრიდული ტრიბუნალი არ პასუხობს კითხვას, როგორ უნდა დაისაჯოს ეს ტრიო“, - თქვა დმიტრო კულებამ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 8-9 სექტემბერს, კიევში გაიმართა.

კულებას თქმით, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან ასეთი ტრიბუნალის შექმნას, მკაფიო განცხადებას აკეთებენ, რომ რუსეთის დანაშაულებს უკრაინაში ნაკლებად მნიშვნელოვნად თვლიან, ვიდრე იუგოსლავიის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს.

კულებას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, G7-ის პოზიცია „ჰიბრიდული ტრიბუნალისკენ“ იხრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი