
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა რვა დარტყმა მიაყენეს რუსი დამპყრობლების პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ადგილებს.
გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ხუთი საარტილერიო და ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს.
გარდა ამისა, გენერალური შტაბის მონაცემებით, დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა ორი სარაკეტო დარტყმა, 29 საჰაერო იერიში და 14 თავდასხმა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან უკრაინული ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.