
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე.
მათივე ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს რობოტინისა და კლიშჩიივკას სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე, აძლიერებენ ახალ პოზიციებს, ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს.