
უკრაინული ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიას" მეთაურის, ალექსანდრე ტარნავსკის, ინფორმაციით, მათი სამხედროები ტავრიის მიმართულებით 1 კმ-ზე მეტით დაწინაურდნენ.
როგორც ტარნავსკი Telegram-ზე წერს, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა 72 ოკუპანტი გაანადგურეს, 149 დაჭრეს და ტყვედ აიყვანეს 5.
"წავიდეთ წინ! ტავრიის მიმართულებით არის თავდაცვის ძალების წინსვლა 1 კმ-ზე მეტით. ჩვენი არმიის საარტილერიო ნაწილებმა დღის განმავლობაში შეასრულეს 1391 საცეცხლე დავალება," - წერს ტარნავსკი.
ამას გარდა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის 6 საცავი გაანადგურეს.