
ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. 1 ლიტრ საწვავში მომხარებელს დღეს უკვე 15-დან 20 თეთრამდე მომატებული თანხის გადახდა უწევს. პანდემიის პირობებში ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი მოსახლეობა საწვავის გაზრდილ ფასებზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ფასების მატების მკვეთრ ტენდენციას მოქალაქეები მთავრობის არასწორ ეკნომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავზე ფასების ზრდას მოთხოვნის ზრდით ხსნიან. ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ბენზინის ფასი რეკორდულად დაბალ ნიშნულს პანდემიის პირობებში გაუტოლდა, დღეს კი ფასების ზრდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში შეინიშნება.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და ბაზარზე მონოპოლიას უკავშირებს პროდუქტზე ფასის გაზრდას ოპოზცია. ხელსიუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მოთხოვნის ზრდა ფასებს ვერ მოამატებდა და საწვავის ღირებულების მატების ერთ-ერთი მიზეზი ნავთობპროდუქტზე აქციზის გაზრდაა.
ფაქტს, რომ ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისია მმართველი გუნდიცა დასტურებს, თუმცა მიუხედავად ამისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი დღეს ფასების მატებაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
ეკონომიკური კრიზისისა და კორონაპანდემიის პირობებში არაა გამორიცხული საწვავის ფასმა კიდევ მოიმატოს, თუმცა, რა ნაბიჯებს გადადგამს ქვეყნის ხელისუფლება ისედაც მძიმე ვითრებაში მყოფი მოსახლეობის
დასახმარებლად და ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, უცნობია.
ავტორი: საბა ბუაძე