უკრაინაში მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ჯარისკაცები სკოლებსა და ეკლესიებში განლაგდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, რუსი ჯარისკაცები უკრაინის სამხრეთით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო დაწესებულებებში არიან განლაგებული. მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და ეკლესიებში.

"რუსები უგულებელყოფენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და თავიანთ ჯარისკაცებს ათავსებენ მოქმედ სამოქალაქო ობიექტებში. ამრიგად, სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სასწავლო წლის დაწყების მიუხედავად, სასწავლო დაწესებულებებში აღჭურვილობისა და პერსონალის განლაგების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა," -  ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი