დაწესებულება სადაც კოვიდინფიცირებული ქალი მუშაობდა, ამ დრომდე ფუნქციონირებს. ბარის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ დეზინფექციის ჩატარების შემდეგ ტერიტორია დამსვენებლებისთვის უსაფრთხოა. Covid-19-ი ბარის თანამშრომელს ორი დღის წინ დაუდგინდა, რის შემდეგაც ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
არაა გამორიცხული, კოვიდინფიცირების დადასტურების შემდეგ, ქობულეთი წითელ ზონად გამოცხადდეს. ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ინფიცირებულ ქალთან შემხებლობა შესაძლოა ბარის ათობით სტუმარს ჰქონდა. ადამიანებს, რომლებიც ბარს სტუმრობდნენ, ეპიდემიოლოგმა ამირან გამყრელიძემ ურჩია, რომ კორონავირუსის ნიშნების შემთხვევაში საავადმყოფოებს მიმართონ.
ყველა ის პირი, ვისაც დაინფიცირებული ქალი ეკონტაქტებოდა იდენტიფიცირებულია და ახლა ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ამ დრომდე წითელი ზონის სტატუსს ინარჩუნებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერი. იზოლაციაში მყოფი ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ საკვებისა და პროდუქტების პრობლემა აქვთ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაკეტილი სოფლის მაღაზიები საკვების გარეშეა დარჩენილი. მთავრობა ამტკიცებს, რომ მოსახლეობას არაფერი უჭრის. თუმცა, გუშინ სოზარ სუბარის უშგულში გამოჩენამ მოსახლეობა გააღიზიანა .დღეს კი სუბარმა მედიასთან არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
დღეს, 15 აგვისტოს ქვეყანში კოვიდინიფირებულთა რიცხვმა კიდევ 15-ით მოიმატა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი სამით გაიზარდა. საერთო ჯამში კოვიდინფექცია ქვეყნის მასშტაბით 1321 პირს აქვს დადასტურებული.