"პროპაგანდა და რუსული ტყულია ის, თითქოს დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა". ეს განცხადება თბილისში ჩამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა და თანაც ზუსტად მაშინ, როცა მის გვერდით იდგა რუსული ტყუილების მთავარი რუპორი, ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი.
ბოლო დღეებში კი კიდევ ერთი რუსული ფენომენი ვიხილეთ "ოცნების" ქმედებებში - პოლიტიკური რუსული რულეტი საპრეზიდენტო იმპიჩმენტის სახით. ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, უკვე ყველა ხედავს, რომ "ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს, დანა გამოუსვას საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.
"ქართული ოცნება" მეორე კურდღელსაც იჭერს, და საზოგადოებას მორიგ ჯერზე პოლიტიკური სპექტაკლით ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას სთავაზობს. რა იქნება ამ წარმოდგენის ბოლოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ივანიშვილის პირადი ახირებით გაპრეზიდნეტებული სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად საჭირო ხმები "ოცნებას" ამ ეტაპზე არ აქვს.