რუსეთიდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტებს ახალი მატარებელი გადაიყვანს | მედია

გამოქვეყნდა:

სოჭი - როზა - ხუტორი - გაგრა - სოხუმი - სოჭი - ეს ის მარშრუტია, რომელსაც ახალდანიშნული ტურისტული მატარებელი ''რიწა'' რუსეთიდან დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, პირველი მატარებელი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 10 სექტემბერს ჩადის. კრუიზი 6 დღე გრძელდება. კრუიზის ერთ-ერთი გაჩერება ახალ ათონშიც იქნება. მატარებელი სოხუმში ორ დღეს დაჰყოფს, ხოლო საბოლოო გაჩერება სოჭშია. 

მედიის ცნობით, ''რიწა''-ს მისაღებად სოხუმისა და გაგრის სადგურებზე ახალი ელქტროგაყვანილობა და ელექტროტრანსფორმატორები დამონტაჟდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი