
რუსეთში, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ 11 სექტემბრის გამთენიისას ოლქის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოაგდეს.
მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"ერთ-ერთი თვითმფრინავის ფრაგმენტები გზაზე კერძო საცხოვრებელ სახლთან დაეცა", - თქვა ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოგდება მოსკოვის დროით დაახლოებით 01:20 საათზე მოხდა.