მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 100-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 122 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 2 421-მდე პირი.

როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა. 

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი