პრემიერის იმპიჩმენტის თემა იმ საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც აქტუალურია - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძეც ამბობს, რომ მიზანმიმართული ბინძური კამპანია წარმოებს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ის იმეორებს მმართველი გუნდის სხვა წევრების განცხადებას, რომ ჩარტერისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.

"ეს არის მიზანმიმართული ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები, პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერმინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომ, რომ გვაქვს რეალურად ძალიან დიდი დანაშაული, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის უმძიმესი საკითხი ქვეყნის, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კანონს, კანონს, პატივს უნდა სცემდეს ქვეუანას, ხალხს, არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმეა. რეალურად, პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაურის აშშ-ში კერძო ვიზიტის შესახებ 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გიორგობიანის მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით კი სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი