უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში მტრის 13 დრონი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით გაშვებული 12 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 12-ივე გაანადგურეს. ასევე, ერთი უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

მათი თქმით, დარტყმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, გამანადგურებელი თვითმფრინავები და მობილური სახანძრო ჯგუფები.

ამასთან, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთმა ტაქტიკური ავიაცია გამოიყენა და სარადარო და საჰაერო რაკეტები გაუშვა.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი