
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ოპიტნის დასახლების ნაწილი დაიკავეს.
"თავდაცვის ძალებმა დაიკავეს ოპიტნის დასახლების ნაწილი და გასული კვირის განმავლობაში ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ნოვომაიორსკის რაიონში," - თქვა მალიარმა.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ფრონტის იმ ნაწილებზე, სადაც უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს, შეიარაღებული ძალები მაგრდებიან.
იხილეთ ასევე: