ჩვენ 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში და უფასოდ ვასწავლეთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"მოგეხსენებათ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით, პირველი, მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი, უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. შედარებისთვის მინდა გავიხსენო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან. საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ, ბიუჯეტიდან უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება. [...] დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას, ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითო სტუდენტზე და 5 000 სტუდენტი მიიღებს ამ სტიპენდიას".

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი