პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ლელოს" დეპუტატს, სალომე სამადაშვილს შეხვდა. ორბელიანების სასახლე პოლიტიკოსმა ცოტა ხნის წინ დატოვა.
სამადაშვილი ადასტურებს, რომ შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივა იყო. უცნობია ზურაბიშვილი ოპოზიციის სხვა წევრებსაც შეხვდება, თუ არა.
"პრეზიდენტი არის ძალიან შეშფოთებული, რომ ჩვენ დღეს ერთი მხრივ, გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა და ვხედავთ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ მათი კარი არის ღია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ მიიღოს და მეორე მხრივ ვხედავთ ღია, აშკარა საბოტაჟს, რომელსაც ეწევა დღევანდელი ხელისუფლება. პრეზიდენტის მსჯელობის თემა დღეს, ვფიქრობ, სხვადასხვა ხალხთან არის რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხალხმა, იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიიღოს, მიუხედავად "ქართული ოცნების" საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი", - თქვა სამადაშვილმა.