
უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად გაზისა და ნავთობის საბურღ პლატფორმებზე, რომლებიც ცნობილია როგორც "ბოიკოს კოშკები". ინფორმაციას "Українська правда" უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებმა "ბოიკოს კოშკებზე" კონტროლის დამყარების უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს...ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპის დროს მოხდა ბრძოლა გემებზე მყოფ უკრაინულ სპეცრაზმსა და რუსულ "სუ-30"-ის მოიერიშე თვითმფრინავს შორის. ბრძოლის შედეგად რუსული თვითმფრინავი იძულებული გახდა უკან დაეხია", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე თქმით, "ბოიკოს კოშკებს" რუსები ვერტმფრენების დასასმელად და სარადარო აღჭურვილობის განსათავსებლად იყენებდნენ.
ცნობისთვის, პლატფორმები, რომლებიც ცნობილია როგორც "ბოიკოს კოშკები", რუსეთს 2015 წლის შემდეგ ჰქონდა ოკუპირებული.