ჰავაიზე კილაუეას ვულკანი 2-თვიანი პაუზის შემდეგ ისევ გააქტიურდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
მედია წერს, რომ ვულკანი კილაუეას სამიტის კრატერსა და ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში ამოიფრქვა.
კრატერის გააქტიურება ადგილობრივი დროით 15:15 საათზე დაფიქსირდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) თანახმად, ამჯერად სტიქიური ადგილი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ხელისუფლება ადასტურებს, რომ კილუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც 1983 წლიდან პერიოდულად იღვიძებს. მისი ბოლო აქტივობა მიმდინარე წლის 7 ივნისს დაფიქსირდა და 21 ივნისამდე ვულკანი აქტიური იყო.