პრემიერმინისტრის იმპიჩმენტი - ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ერთიანდებიან და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. მმართველი გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სკანდალი და ვნებათაღელვა მთავრობის მეთურის გარშემო არ ცხრება.
არც პრემიერის ადმინისტრაციას და არც "ოცნების" ლიდერებს არ აქვთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხები და როგორც ირკვევა, არავის უნახავს დოკუმენტები, რომლებითაც დადასტურდება, რომ პრემიერის ოჯახს სახელმწიფო რესურსები საკუთარი მიზნებისთვის არ გამოუყენებია. თავად ღარიბაშვილი კი დუმს.
მმართველი გუნდი აღშფოთებულ საზოგადოებას ურჩევს, დაელოდოს მთავარობის მეთაურის დეკლარაციას, თუმცა, რა განმარტებას ელოდებიან "ოცნების" წევრები ამ დრომდე მდუმარე ღარიბაშვილისგან, გაურკვეველია.