საშიში ჰესი აჭარაში | "მთავარი არხის" ჟურნალისტური ექსპერიმენტი და "ოცნების" მაღალჩინოსნების უსიტყვო მორჩილება

გამოქვეყნდა:

მორიგი ჟურნალისტური ექსპერიმენტი, რომელიც "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების უსიტყვო მორჩილებასა და სრულ უპასუხისმგელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. Post Factum-ში ბექა ყორშიას რეზონანსული რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ შუახევ ჰესის მშენებლობისას დაშვებული სავარაუდო საინჟინრო შეცდომების გამო ახლა მთელი ხეობა რისკის ზონადაა გადაქცეული.

ენერგეტიკულ პროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარ მილიონზე მეტი დაუჯდა, ყოველდღიურად წყალი ანგრევს და შესაძლოა მორიგი ტრაგედიის საბაბი გახდეს. ჩინოვნიკებმა კი ყველაფერი იციან, თუმცა პარტიული დავალებით, მზად არიან ხილულ ხარვეზებზე თვალი დახუჭონ და ათობით ოჯახს სიცოცხლის საფრთხე შეუქმნან.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი