უვიზო მიმოსვლა ჩინელებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელი ყველა ბარიერი მოხსნილია. დღეიდან საზღვარი ფაქტობრივად სრულიად ღიაა ყველსთვის, ვისაც ჩინეთის პასპორტი აქვს.
მთავრობის მეთაურმა საკუთარი გადაწყვეტილება ეკონომიკური ეფექტურობით და ჩინელი ტურისტების მოზიდვის სურვილით ახსნა. ექსპერტები და დიპლომატები კი ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილის მხრიდან ეს მორიგი გეოპოლიტიკური განაცხადია, რომელიც დასავლური სამყაროსგან საქართველოს დაშორებას შეუწყობს ხელს.