"ქართული ოცნების" სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ მხარდაჭერილი და საკონსტიტუციო სასამართლოშია გადაგზავნილი. განცხადებას ხელს მმართველი გუნდის 80 დეპუტატი აწერს. "ხელისუფლება ებრძვის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს" - ასეთია სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის პასუხი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ შეტევაზე ივანიშვილის გუნდის მხრიდან.
სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გააინაცვლებს. თუმცა პრეზიდენტის გადაყენებას "ოცნება" ხმების არასაკმარისი ოდენობის გამო ვერ შეძლებს. ამის პარალელურად კი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციებს იწყებს.