
"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ვერ პასუხობს შეკითხვას, საიდან აქვს ღარიბაშვილს პენსიონერ მამას, ჩარტერული რეისის დაქირავების საშუალება. კობახიძე ამ კონტექსტში ისევ წინა ხელისუფლებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი თავის ხარჯებსაც და შემოსავლებსაც დეკლარაციაში ასახავს და მისივე თქმით, ყველაფერი კანონიერია:
"ჩემი პრეროგატივა არ არის ამის თქმა, ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს, ყველაფერი არის სუფთა განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით" ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილს მიუნხენამდე ჩარტერული რეისის ფული პენსიონერმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა.