სად მშვილდაძე და სად მედია?..არანაცურ ტელევიზიებს ნაცურ ტელევიზიებზე 7-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

საერთოდ არ მაინტერესებს არც მშვილდაძე და არც მისი საქმე, ეს არ არის მედია. სად მშვილდაძე და სად მედია?... - ასე აფასებს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე მიშა მშვილდაძის თავდასხმის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას. კობახიძის აზრით, მშვილდაძეს "არანაირი კავშირი არ აქვს მედიასთან":

მე როგორც ვიცი სასჯელი დადგა. მშვილდაძეს არავითარი კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ არ მაინტერესებს მე არც მშვილდაძე და არ მისი საქმე - ამბობს ის.

კობახიძემ დღეს "ნაცური" და "არანაცური" ტელევიზიების რეიტინგიც "გაზომა":

"არანაცურ ტელევიზიებს აქვს ნაცურ ტელევიზიებზე დაახლოებით 7-ჯერ მეტი რეიტინგი. ფორმულა არის ერთპროცენტიანი ტელევიზია და ეს არის ყველაზე საოცარი ინვესტიცია. მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული ნაძარცვი ფული კეზერაშვილს ამ ტელეკომპანიაში და ორი საოცარი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ერთი - ერთპროცენტიანი ფორმულა და მეორე ერთპროცენტიანი ხაბეიშვილ. ერთი მედიაში- მეორე პოლიტიკაში" ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე დახურულად გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი