დავითაშვილმა ბიუჯეტიდან დააფინანსა პრემიერის ჩარტერი, შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შპს მოვლის მართვის კომპანიამ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს "ქართული ფესვებს", რომელიც პრემიერმინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილისაა.

მისივე თქმით, კომპანიას 150 000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე, რომ ყურძენი გადაამუშაოს. 

"ფული საიდან? ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ 'საწარმოთა მართვის სააგენტო'; სსიპ 'საწარმოთა მართვის სააგენტოს' აქვს შპს 'მოსავლის მართვის კომპანია'; შპს 'მოსავლის მართვის კომპანია'-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს 'ქართული ფესვები'-ს.

შპს 'ქართული ფესვები' არის ტარიელ ღარიბაშვილის. 150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი). ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს, რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში.

ბოლო აბზაცის გარდა ყველა ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ანუ, ლევან დავითაშვილმა ბიუჯეტიდან დააფინანსა პრემიერის ფრენა სამთავრობო თვითმფრინავით და შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად. ციცქა ცოლიკაურიაო ამბობენ", - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ პრემიერის მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები
ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისივე თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და 34 ათასი ევროს ეკვივალენტი იყო ლარში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი