"იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს" - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ორეტაპიანი "გაპრავების" მცდელობაა ძველი და ახლანდელი პრეზიდენტის. სააკაშვილთან დაკავშირებით ბიუჯეტის გაფლანგვის გაპრავება მოინდომეს და ზურაბიშვილთან დაკავშირებით იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს. ანუ, აბსოლუტურად სისულელით გამოძერწილი ამბავი, რაღაცა ფოკუსირებული ამბავი, დაბრალება, ტყუილი, დეზინფორმაცია და იმპიჩმენტის საფუძველიც "გაუხდათ." ეს უკვე ახალი პრეზიდენტის გასაპრავებლად, ბოდიში ჟარგონისთვის. აი, ესე მოქმედებენ. ორი მიმართულები მიიტანეს იერიში - ერთი იყო სააკაშვილის ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად, მეორე იყო ახლანდელი პრეზიდენტის უდავო იმპიჩმენტის...უდავო პრეცედენტის გადასაფარად. უფრო სწორად, უპრეცედენტობის და კონსტიტუციის უპრეცედენტო დარღვევის გადასაფარად. აი, ეს არის. ეს პროპაგანდა ემსახურება ამას. ხან "აპრავებენ" სააკაშვილს, მცდელობა აქვთ, უფრო სწორად, ხან ზურაბიშვილს და ა.შ."

განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ღარიბაშვილის იმპიჩმენტზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი