
დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა და კრასნოჰორივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
"დილით ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ქალაქი კრასნოჰორივკა. ერთ-ერთი, 152 მმ-იანი ჭურვი, კერძო სახლს მოხვდა, სადაც 84 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ერთი 70 წლის ქალი," - ამბობს დონეცკის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური.
ამას გარდა, ავდეევკაში ორ მოქალაქეს - 82 წლის ქალს და მის 55 წლის შვილს - დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაშავებულები გადაუდებელი დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ფერმის შენობები.