დაზღვევისთვის, როცა იმპიჩმენტი დადგება კენჭისყრაზე, არც ერთი ოპოზიციის წევრი არ უნდა შევიდეს დარბაზში - წითლიძე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება შეიტანა. თუ 9 მოსამართლე წევრიდან 6 კანონდარღვევას დაადასტურებს, პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს. ცნობილია, რომ საკონსტიტუციომ ამ საკითხზე 1 თვის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, პარტია იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. დეპუტატმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სპეკულაციების გამოსარიცხად ოპოზიციონერებს შეუძლიათ კენჭისყრის დროს დარბაზში არ შევიდნენ. 

"პირველ რიგში საუბარი პრეზიდენტთან იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, პრეზიდენტს აღელვებს, საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელვას. 

ჩვენი პოზიცია იმპიჩმენტზე არის ეს, რაც არის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. უფრო მეტი, რომ დავაზღვიოთ ალბათ იმპიჩმენტის საკითხი, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივი რაღაც, რაც არის, რომ როდესაც იმპიჩმენტის საკითხი დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, არც ერთი ოპოზიციის წევრი უბრალოდ არ უნდა შევიდეს სასესიო დარბაზში და ამით გამორიცხოს ყველანაირი აბსოლუტურად სპეკულაცია. აბა ბოიკოტთან დაკავშირებით მე ისე კარგად მახსოვს ბატონი ელისაშვილი გაყიდული, როგორც დაგიბარებია", - თქვა წითლიძემ.

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მხარს არც ისინი დაუჭერენ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ის ფიქრობს, რომ "ევროპელი სოციალისტების" გარდა, ხმის მისაცემად მმართველმა გუნდმა შესაძლოა რომელიმე დეპუტატი ენმ-დან გადაიბიროს. 

"თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მოხდეს. შემდეგ რა უნდა გააკეთოს ამაზეც ნაფიქრი აქვს აშკარად და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო, საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს რა შეიძლება გააკეთოს იმპიჩმენტის შემდეგ და იმპიჩმენტის შემთხვევაში.  სულ რომ მაწამონ და სული ამომხადონ მაინც არ დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომიდინარეთქო ვამბობ, დარწმუნებული ფრიდონ ინჯია მხარს დაუჭერს  და თუ ვინმე დაუჭერს ნაციონალური მოძრაობა", - თქვა ელისაშვილმა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი