
ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს. პრეზიდენტთან აუდიენციას საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების ყველა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ესწრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია რაზე ისაუბრებენ ელჩები და ზურაბიშვილი, თუმცა მთავარი თემა დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის მოახლოებული დასკვნა იქნება, რომელმაც რეკომენდაცია უნდა გასცეს, მიენიჭება თუ არა დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.