პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. დახურული შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ დიპლომატებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შესაბამისად უცნობია საუბრის თემა. თუმცა, დიდი ალბათობით შეხვედრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას ეხებოდა. ათონელის რეზიდენციაში ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის ქვეყნების ყველა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ესწრებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი