მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 900-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 901-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ 5,530-ს მიაღწია.

როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა. 

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი