ორბელიანების სასახლეში დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს ელჩს დახურულს კარს მიღმა ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა. რატომ დაიბარა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორსპუსი და რა საკითხზე მსჯელობდნენ დახურულ კარს მიღმა, ამაზე ოფიციალური განცახდებები არც ერთი მხარის მხრიდან გაკეთებულა. თუმცა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავარსარდალთან დიპლომატები "ქართული ოცნების" მიერ წამოყენებულ იმპიჩმენტს განიხილავდნენ.
სწორედ დღეს, პირველად გაჟღერდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაძლო იმპიჩმენტისთვის ემზადება და რომ მას უკვე აქვს წინასწარ შემუშვებული გეგმა, რას გააკეთებს ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში.