აშშ გვთავაზობდა სამხედრო შენაერთის შემოყვანას, იყო მოლაპარაკება ბაზებზეც, "ოცნებამ" თქვა, რომ არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება- ჟურნალისტი საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას იხსენებს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნაზე საქართველოში, უარი უთხრა. როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას განაცხადა, ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა. ბასილაიას თქმით, რამდენიმე ადამიანთან ერთად, უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე,  საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა, რომელმაც "ოცნების" ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

"რამდენიმე ადამიანი ვიყავით, თებერვლის ბოლოს, პირველი რაც თქვა საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა იყო ის, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ [აშშ-მ] ვიცოდით რა იგეგმებოდა უკრაინის წინააღმდეგ და გადავაფასეთ რა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წელს, ყველაფერს სხვანაირად შევხედეთ, დავინახეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ შევთავაზეთ ქართული ოცნების მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის ტიპის და კალიბრის იარაღი, რამდენიც დასჭირდებოდათ. 

როდესაც დაზვერვის ინფორმაცია აკუმულირდა, თუ რას აპირებდა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, პირველი გაგვახსენდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ ეს. მე ჩავეძიე, იყო თუ არა საუბარი ამერიკის ამხედრო ბაზაზე საქართველოში, მან დააქნია თავი და მითხრა, დიახ- ჩვენ მზად ვიყავით დაგვეწყო სერიოზული მოლაპარაკებები ქართული ოცნების მთავრობასთან, იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე რაუნდი გვქონდა შეხვედრების და საბოლოო ჯამში ქართული ოცნების მთავრობამ გვითხრა, რომ მათ არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება. ამის შემდეგ ალბანეთში გავხსენით აშშ-ის ბაზა და ასე დამთავრდა ეს ამბავიო." განაცხადა ბასილაია შავგულიძემ "მთავარი არხის" ეთერში.

ჟურნალისტის თქმით, ინფორმაცია მოგვიანებით კიდევ გადაამოწმეს და დადგინდა, რომ ამერიკა გვთავაზობდა სამხედრო შენაერთის შემოყვანას იმის ნიშნად, რომ ჩვენ გადავდიოდით აშშ-ის სამხედრო შეიარაღებული ძალების მფარველობის ქვეშ. მისი თქმით, "ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების მყარი გარანტიები გამოაცალა ხელიდან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი