
სვანეთში მოსახლეობა ამბობს, რომ რეგიონი უმიზეზოდ ჩაიკეტა და მიღებული ზომების გასაპროტესტებლად აქციის გამართვას აპირებენ. სოფლებში მცოხვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ სურსათისა და სხვა ტიპის მარაგი, შეზღუდული გადაადგილების გამო კი მესტიაში ჩასვლას ვერ ახერხებენ.
საერთოდ არაფერი შემოსულა უკვე 5 დღეა, არის მოსახელობა, რომელსაც ყველა ტიპის დახმარება სჭრიდება, მაგრამ აღარც ითხოვენ, რადგან აზრი არ აქვს. გამოსვლები აუცილებლად დაიწყება, სოფლის კაცები აუცილებლად გამოვლენ იმიტომ, რომ ვერც შეშაზე მიდიან, ვერც სათიბში, ზამთრისთვის საჭირო სამუშაობეს ვერ ასრულებენ. ვიცით ოჯახები, რომლებსაც ფული შესთავაზეს, რომ თქვან, თითქოს კორონავირუსი აქვთ, - ამბობს ლენჯერში მცხოვრები ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.
მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.