
"ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სდსს-ს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროეს?", - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"თვენახევარი დასჭირდება აირზენას რომ საბოლოო ანგარიში მოგვაწოდოსო
ოკ
დავიკიდოთ აირზენა, დაველოდოთ
და ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროეს გუშინ? დღეს?
ტარიელსა და ბ-ნ ანზორის უწყებას შორის რამე შეთანხმება არ დაიდო? სად არის? აქამდე რატომ არ გასაჯაროვდა?
ბ-ნმა ანზორმა აირზენას ზეპირად დაუკვეთა ფრენა, მიუნხენში პარკინგი და მერე უკან ფრენა? რამე დოკუმენტი არ შედგა? სადაა? რატომ არ ვნახეთ აქამდე?
ნუ, ქეშად რომ მიიტანა 34,000 ევრო ბ-ნ ანზორთან, მანდ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რა შუაშია რომ საბანკო გადარიცხვას ვერ აყალბებენ ძველი თარიღით, უბრალოდ ძველი თაობის კაცია, ქეშით მოძრაობს სულ", - წერს ზურა ჯაფარიძე
ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ პრემიერის მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები
ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისივე თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და 34 ათასი ევროს ეკვივალენტი იყო ლარში.