ღარიბი პრემიერის მდიდარი მამა | ღარიბაშვილი ისევ რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ღარიბი პრემიერის მდიდარი მამა - საქართველოს მთავრობის მეთური ისევ მშობლების ზურგს ამოეფარა და მათი ჯიბით ცდილობს რეპუტაციის გადარჩენას. ღარიბაშვილების ოჯახური ბიუჯეტის შესახებ განმარტებები დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გააკეთა. ანზორ ჩუბინიძე ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრი შვილის და სტუდენტი შვილიშვილის მიუნხენში ჩარტერით გადაფრენა ტარიელ ღარიბაშვილმა - ანუ მთავრობის მეთაურის მამამ დააფინანსა.

ამ განმარტებაზე "ქართულ ოცნებაშიც" კი უხერხულობით საუბრობენ, მაგრამ მაინც ცდილობენ საკუთარი ლიდერის დაცვას. ოპოზიციას კი რა თქმა უნდა არ სჯერა ამ ვერსიების, სულ სხვა ფაქტებზე საუბრობს და გამოძიებას მოითხოვს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი