ბრალდება რამზან კადიროვის მისამართით. უკრაინული ინტერნეტგამოცემა "დიალოგი" რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ბრალი რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს დასდო და მოკლა.
სტატიაში ნათქვამია, რომ კადიროვის აზრით, ელხან სულეიმანოვმა ის განზრახ მოწამლა და შურისძიების მიზნით, ცოცხლად დაამარხინა. გარდა ამისა, რუსული მედია წერს, რომ სულეიმანოვი უკვალოდ გასულ წელს გაქრა და ინფორმაცია მისი სიკვდილით დასჯის შესახებ დასტურდება სხვა წყაროებითაც.
რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული წყაროების თქმით, კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, მისი გარემოცვა არწმუნებდა რომ განზრახ მოწამლეს.