აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა, 2 ბუნგალოს თანამშრომელია

გამოქვეყნდა:

აჭარაში კორანავირუსით ინფიცირებულთა რიცხი 4-ით გაიზარდა, მათგან 2 ბუნგალო "ჰავანას" თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

ახალ ინფიცირებულებს შორის ორი შემთხვევა შემოტანილია და სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.

"ჰავანას" თანამშრომლებიდან 54 პირია კარანტინში გადაყვანილი და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ჯანდაცვის წარმომადგენლებს ბუნგალოს დახურვის განკარგულება არ გაუცია, ამიტომ ისინი მუშაობას ახალი თანამშრომლებით აგრძელებენ.

ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებით ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

16 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი არ შეცვლილა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 336
  • გამოჯანმრთელებულია - 1 088 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 597
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი