
რუსეთში, ვოლგოგრადის რაიონში, სამხედრო თვითმფრინავი Su-24 ჩამოვარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, არიან თუ არა ისინი ცოცხლები, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს იყო სასწავლო ფრენა, თვითმფრინავში საბრძოლო მასალა არ იყო.
რუსეთს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.