"თუ არჩევნებში ისევ გაიმარჯვა "ოცნებამ", ჩემი აზრით საქართველო ისევ გააგრძელებს ყოფნას ამ ნაცრისფერ ზონაში" | ფარკასი

გამოქვეყნდა:

"თუ არჩევნებში ისევ გაიმარჯვა "ოცნებამ", ჩემი აზრით საქართველო ისევ გააგრძელებს ყოფნას ამ ნაცრისფერ ზონაში", - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკასი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში საუბრობს. 

თუ არჩევნებში ისევ გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", ჩემი აზრით საქართველო ისევ გააგრძელებს ყოფნას ამ ნაცრისფერ ზონაში, როდესაც არავინ იცის, როგორ მოიქცეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. თუმცა, შესაძლოა ამერიკამ და დასავლეთმა უფრო მკაცრი პოზიციაც დაიკავონ, იმიტომ რომ უკრაინა სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება რუსეთისგან და დროთა განმავლობაში ამ მთავრობასთან შეგუების სურვილიც შეიძლება შემცირდეს. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის წინაშეც უფრო მკაფიოდ უნდა დადგეს არჩევანი, რომ თუ ისინი ისევ აირჩევენ ამ მთავრობას, ეს ნიშნავს, რომ ისინი პუტინის გვერდით დგებიან, ქვეყანას წირავენ იმისთვის, რომ რუსეთმა დაამყაროს მასზე კონტროლი და მე არა მგონია, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის სურვილი.

ასეა თუ ისე, თუ ქართველმა ხალხმა არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დასავლეთის ძალებისთვის რთული იქნება დახმარების გაწევა. ჩვენ შეგვიძლია ზეწოლის განხორციელება და ასეც იქნება, მაგრამ მთავარი ქართველი ხალხია. უკრაინა გაიმარჯვებს, სხვა შედეგი შეუძლებელია დადგეს და "ქართული ოცნების" წევრებმა ეს უნდა გააცნობიერონ, ისინი უნდა მიხვდნენ, რომ წაგებულ თამაშში არის შესულები. იმიტომ რომ შორეულ პერსპექტივაში ეს მათთვის ცუდად დასრულდება. უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში იქნებიან, საქართველო კი სომხეთთან ერთად რუსეთის პროტექტორატის ქვეშ დარჩება. იმედია, მომავალი ასეთი არ იქნება", - აცხადებს ფარკასი. 

ის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზეც საუბრობს:

ჩინეთი მთელ მსოფლიოში ცდილობს გავლენების მოპოვებას და საქართველო მათი ერთადერთი მსხვერპლი არ არის. ერთი შეხედვით ყველაფერი უფასო ჩანს, ისინი დააგებენ გზებს, ააშენებენ პორტს, მაგრამ პირობები ძალიან მძიმეა და ბევრი ქვეყანა დღემდე ვალშია ჩინეთთან. ეს ნიშნავს, რომ გარდა რუსეთისა, ჩინეთის მევალეც ხდები და დამოუკიდებული ხარ მასზე. ასეთი მეგობრები საქართველოს არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აღლასვლას სულაც აღარ განიცდის და ეს ქვეყანა შეიძლება უფრო საშიში გახდეს მსოფლიოსთვის. ჩინეთს ღრმაწყლოვანი პორტები მხოლოდ ვაჭრობისთვის არ სჭირდებათ, მათ უნდათ საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო გავლენების გაფართოვება. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთთან ეს ახლო ურთიერთობები საქართველოსთვის აუცილებლად პოზიტიურად დასრულდება, - ამბობს ფარკასი. 

ინტერვიუ სრულად:


 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი